IPhone 15 Pro-სა და Pro Max-ის მფლობელები ჩივიან, რომ „ტიტანის” iPhone ძალიან ცხელდება – 50 გრადუსამდე და მეტადაც.
მომხმარებლები ამბობენ, რომ ზოგჯერ ტელეფონის ხელში დაჭერა შეუძლებელია. ის არა მხოლოდ გამოყენების ან დატენის დროს ცხელდება, არამედ მაშინაც, როცა უმოქმედოდაა.
უარყოფითი კომენტარები გამოჩნდა Apple-ის ონლაინ ფორუმებზე და სოციალურ ქსელებში.
Apple-ის გადახურების ერთ-ერთ შესაძლო მიზეზად ასახელებენ ახალი iPhone-ის კორპუსისთვის ტიტანის გამოყენებას, რამაც თერმოეფექტურობის ხარისხი გააუარესა.
Apple-ის დიზაინერებმა ამ ფაქტორს ანგარიში არ გაუწიეს, რადგან სურდათ, პრომოდელები უფრო მსუბუქი ყოფილიყო.
Apple, სავარაუდოდ, გადაჭრის ამ პრობლემას iOS განახლებით. თუმცა, ამ შემთხვევაში A17 Pro ჩიპის სიმძლავრე და სისწრაფე, სავარაუდოდ, ოდნავ შემცირდება.
Apple 2024 წლის შემოდგომაზე iPhone 16-ის გამოშვებას გეგმავს.