ელექტროგაყვანილობის ხელოსნის მომსახურება, ავტომობილის რეცხვის გადასახდელი, მღებავის მომსახურება – ეს მომსახურებების მცირე ჩამონათვალია, რომელიც 2024 წლის მარტში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ყველაზე მეტად გაძვირდა.
საქსტატის მონაცემებით, მარტში წლიურად ყველაზე მეტად მოიმატა ფასებმა შემდეგ მომსახურებებზე:
- ელექტროგაყვანილობის ხელოსნის მომსახურება – 52,95%
- ავტომობილის რეცხვის გადასახდელი – 41,66%
- მღებავის მომსახურება – 29,01%
- სანტექნიკოსის მომსახურება – 18,37%
- ავტომობილის შეკეთება – 15,76%
- სტომატოლოგის მომსახურება (კბილის ამოღება) – 11,24%
- ავტომობილის ზეთისა და ფილტრის შეცვლა – 6,78%
- სტომატოლოგის მომსახურება (კბილის დაბჟენა) – 5,68%
- მამაკაცის თმის შეჭრა – 5,23%
ოფიციალური სტატისტიკით, 2024 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.01%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.5% შეადგინა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2024 წლის მარტში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2.4% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 2.3%-ით განისაზღვრა.