2023 წლის 6 თვეში საბანკო სექტორმა 1 მილიარდ 258 მილიონი ლარის მოგება მიიღო. ეს მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდზე 50%-ით – 422 მლნ ლარით მეტია.
შესაბამისად, გაზრდილი იყო ბანკების შემოსავალიც წლის პირველ ნახევარში. მათ 4 მლრდ 190 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს, რაც წინა წელთან შედარებით 829 მლნ ლარით მეტია.
ბანკებმა შემოსავლების 77% მიიღეს საპროცენტო შემოსავლების სახით. სულ ბანკების საპროცენტო შემოსავლებმა 3 მლრდ 228 მლნ ლარი შეადგინა.
მიმდინარე წლის 6 თვეში საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან 12 მოგებაზე გავიდა, ხოლო სამი –სილქბანკი, პეისერა და პაშაბანკი ზარალიანია.
შემოსავლების და, შესაბამისად, მოგების 86% საბანკო ბაზრის 2 ლიდერს –საქართველოს ბანკს და თიბისის ეკუთვნის. ყოველწლიურად იზრდება მათი მოგების მაჩვენებელი და იზრდება მათი წილი ბაზარზეც.
ბანკების რეიტინგი მოგება-ზარალის მიხედვით:
-
საქართველოს ბანკი +621.3 მლნ. ლარი
-
თიბისი ბანკი +460.8 მლნ. ლარი
-
ლიბერთი ბანკი +34.1 მლნ
-
კრედო ბანკი +24 მლნ
-
ბაზის ბანკი +23.6 მლნ
-
პროკრედიტ ბანკი +23.4 მლნ
-
ქართუ ბანკი +18.6 მლნ.ლარი
-
ვითიბი ბანკი +15 მლნ. ლარი
-
ტერა ბანკი +14.5 მლნ. ლარი
-
ხალიკ ბანკი +10.7 მლნ. ლარი
-
იშ ბანკი +10.6 მლნ. ლარი
-
ზირაათ ბანკი +5.4 მლნ. ლარი
-
სილქბანკი -2.290 მლნ. ლარი
-
პეისერა -0,562 მლნ. ლარი
-
პაშაბანკი -0,795მლნ. ლარი