Forbes-ის უმდიდრესი ადამიანების სიაში, ბიძინა ივანიშვილის გარდა, კიდევ ერთი ქართველი მიხეილ ლომთაძეა. ის $3,7 მილიარდით რეიტინგში 766-ე ადგილს იკავებს.
გამოცემის სარეიტინგო სიაში ქართველი ბიზნესმენი 2021 წელს გამოჩნდა $3,2 მილიარდის ქონებით, Forbes-ის მონაცემებით, 2022 წელს მისი ქონება $1,9 მილიარდამდე შემცირდა, ხოლო ბოლო ერთ წელიწადში მიხეილ ლომთაძე $1,8 მილიარდით გამდიდრდა. ეს გამოცემის მიერ მოპოვებული ინფორმაციაა და ლომთაძის რეალური ქონება შესაძლოა, ოფიციალურისგან განსხვავებული იყოს.
მიხეილ ლომთაძე იყო კერძო ინვესტორი რუსულ ფონდ Baring Vostock-ში.
Baring Vostock-მა 2006 წელს ინვესტირება განახორციელა ყაზახურ ბანკ Kaspi-ში. ხოლო ლომთაძე მალევე გახდა ბანკის აღმასრულებელი დირექტორი.
2020 წლის ოქტომბერში Kaspi ლონდონის საფონდო ბირჟაზე დაილისტა. იმ მომენტისთვის ბანკი $6,5 მილიარდად იყო შეფასებული.
Kaspi წამყვანი ბანკია ყაზახეთში, რომელიც თანამედროვე ციფრული გადახდების სერვისს სთავაზობს მომხმარებელს. მისი სერვისით ყაზახეთში მოსახლეობის 50%-ზე მეტი სარგებლობს.
Forbes-ის ინფორმაციით, მიხეილ ლომთაძე მარტოხელაა. მან განათლება ჰარვარდის ბიზნესსკოლაში მიიღო. ის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრია.