სებ-ის მონაცემების თანახმად, 2023 წელს საქართველოში მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წმინდა მოგებამ 125 326 505 ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11,6 მლნ ლარით, 10,2%-ით მეტია.
2022 წელი მისო-ებმა 113 685 511 წმინდა მოგებით დახურეს. ამის შესახებ მისო-ების კონსოლიდირებულ ანგარიშგებაშია აღნიშნული.
ამასთან, ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციების კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, 2023 წელს მათი მთლიანი აქტივები შეადგენდა 2,018 მლრდ ლარს, მთლიანი კაპიტალი კი 732,575 მლნ ლარს.
მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა 2023 წელს გაცემული სესხებიდან საპროცენტო შემოსავალის სახით 432,300 მლნ ლარი მიიღეს. აქედან, ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხებიდან- 382 159 729 ლარის საპროცენტო შემოსავალი აქვთ მიღებული.
საპროცენტო შემოსავლებში ყველაზე დიდი წილი, თითქმის 46%, სალომბარდე სესხებზე მოდის.