ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკაში არსებული ფულის მასა რეკორდულ მაჩვენებლამდე არის გაზრდილი.
2023 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, მიმოქცევაში არსებული ლარის მასა 5 607,2 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც 2022 წლის ოქტომბერთან შედარებით 14%-ით არის გაზრდილი (4.918 მილიარდი ლარი – 10.2022წ).
ხოლო ფართო ფული – M2-ის მოცულობა 23,320 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც ერთ წელიწადში 33%-ით არის მომატებული (17,522 მილიარდი ლარი – 10.2022წ).
ფართო ფული – M2 შედგება შემდეგი კომპონენტებისგან – ნაღდი ფული, აგრეთვე, რეზიდენტი სამეწარმეო და შინამეურნეობების სექტორების მიერ ბანკებში ლარში დენომინირებული ვადიანი და შემნახველი დეპოზიტების ერთობლიობა.