ეროვნული ბანკის მონაცემებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა 2023 წელს გაცემული სესხებიდან საპროცენტო შემოსავლის სახით 432,300 მლნ ლარი მიიღეს. აქედან, ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხების სახით, მისო-ებმა 382 159 729 ლარის საპროცენტო შემოსავალი მიიღეს.
არასაპროცენტო შემოსავლებმა კი 76 612 312 ლარი შეადგინა.
საპროცენტო შემოსავლებში ყველაზე დიდი წილი სალომბარდე სესხებზე მოდის.
2023 წელს მისო-ების საპროცენტო შემოსავლები ასე ნაწილდება:
- ლომბარდი – 176 545 608 ლარი;
- სამომხმარებლო სესხები – 120 623 538 ლარი;
- ვაჭრობა და მომსახურება – 45 380 115 ლარი;
- სოფლის მეურნეობა – 27 091 376 ლარი;
- განვადება – 10 809 813 ლარი;
- სხვა – 1 709 262 ლარი
როგორ წინა წლებში, 2023-შიც მიკროსაფინანსო სექტორის დაკრედიტების ძირითად სეგმენტს კვლავ ფიზიკური პირები წარმოადგენდნენ. სწორედ მათზეა გაცემული 1,678 მლრდ ლარის სესხები. პორტფელის უდიდესი წილი – 831 მლნ კი სალომბარდე სესხებს უჭირავს.
2023 წლის ბოლოსთვის, ფიზიკურ პირებზე კონკრეტული მიმართულებებით სესხები ასე ნაწილდება:
- სალომბარდე სესხი – 830 844 439 ლარი;
- სამომხმარებლო სესხები – 493 771 901 ლარი;
- ვაჭრობა და მომსახურება – 181 879 496 ლარი;
- სოფლის მეურნეობა – 109 170 133 ლარი;
- განვადება – 53 678 642 ლარი;
აღსანიშნავია, რომ 2023 წელს მისო-ებმა იურიდიულ პირებზე 25 607 452 ლარის სესხი გასცეს.
ცნობისთვის, საანგარიშო პერიოდში ბაზარზე 34 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ოპერირებდა.