2024 წლის ივნისში მთავრობას საწვავის შესყიდვა გაუიაფდა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ მიმდინარე წლის ივნისში მაისთან შედარებით შესასყიდი ფასი ბენზინზე 0.15 ლარით, დიზელზე კი 0.12 ლარით არის შემცირებული.
უფრო კონკრეტულად, კონსოლიდირებული ტენდერის თანახმად, 2024 წლის ივნისში მაისთან შედარებით მთავრობა ერთ ლიტრ სუპერის ტიპის ბენზინს 2.97 ლარად შეიძენს (მაისში – 3.12 ლარი), ევრორეგულარს – 2.67 ლარად (მაისში – 2.81 ლარი) და ევროდიზელს 2.64 ლარად (მაისში – 2.76 ლარი)
როგორც ცნობილია, კონსოლიდირებული ტენდერის მიხედვით, ფასი განისაზღვრება თვის დასაწყისში, წინა თვეში არსებული საშუალო ფასებიდან გამომდინარე. კერძოდ ხელშეკრულება ეფუძნება თვის განმავლობაში „პლატსზე“ დაფიქსირებულ ტონა ბენზინისა და ევრო დიზელის საშუალო ფასს. დოკუმენტაციის მიხედვით, მაისში „პლატცის“ საშუალო არითმეტიკული ფასი ბენზინზე შეადგენს 849.52 დოლარს, ევრო-დიზელზე 743.55 დოლარს. აპრილში ბენზინი – 927 დოლარს შეადგენდა, დიზელი – 802 დოლარს.
მართალია, მთავრობას საწვავის შესყიდვა გაუიაფდა, თუმცა, როგორც რიგითი მოქალაქეები ამბობენ, საცალო ქსელში მისი ფასი გაიზარდა. brg.ge დაინტერესდა, თუ რა ღირს ამ ეტაპზე მსხვილ ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავი.
Socar:
- ნანო სუპერი – 3.72 ლარი
- ნანო პრემიუმი – 3.34 ლარი
- ნანო ევრო რეგულარი – 3.15 ლარი
- ევრო 5 დიზელი – 3.28 ლარი
- ნანო ევრო 5 დიზელი – 3.36 ლარი
Wissol:
- ეკო სუპერი – 3.75 ლარი
- ეკო პრემიუმი – 3.37 ლარი
- ევრო რეგულარი – 3.17 ლარი
- ევრო დიზელი – 3.34 ლარი
- ეკო დიზელი – 3.39 ლარი
- დიზელ ენერჯი – 3.29 ლარი
Gulf:
- G-Force სუპერი – 3.77 ლარი
- G-Force პრემიუმი – 3.37 ლარი
- G-Force ევრო რეგულარი – 3.27 ლარი
- ევრო დიზელი – 3.39 ლარი
Rompetrol;
- სუპერი – 3.77 ლარი
- ევრო პრემიუმი – 3.38 ლარი
- ევრო რეგულარი – 3.23 ლარი
- ევრო დიზელი – 3.43 ლარი
- ევრო დიზელი – 3.33 ლარი