ქვეყანაში კვლავ მაღალია სავალუტო ინტერვენციები, რაც სებ-ის სავალუტო შესყიდვებმა აჩვენა.
ეროვნულმა ბანკმა ივლისში რეზერვები შეავსო და თვის განმავლობაში $278.5 მილიონი შეისყიდა.
ეკონომისტების შეფასებით, ეს ძლიერი წმინდა სავალუტო შემოდინებებისა და, ასევე, მთლიანობაში, თვის განმავლობაში გაუმჯობესებული სენტიმენტების შედეგია.
ჯამურად, 2023 წლის პირველ 7 თვეში, სებ-ის წმინდა შესყიდვამ $1.34 მლრდ შეადგინა.