Twitter-ის მფლობელმა ილონ მასკმა სოციალური ქსელის მომხმარებლებისთვის ახალი წესები შემოიღო.
ახალი წესი გულისხმობს „დროებით შეზღუდვებს“ დღის განმავლობაში წასაკითხად ხელმისაწვდომი პოსტების რაოდენობაზე.
ამის შესახებ მასკმა Twitter-ზე თავის ბლოგში დაწერა.
მისი განაცხადებით, სოციალური ქსელის ვერიფიცირებულ მომხმარებლებს დღეში არაუმეტეს 10000 შეტყობინების ნახვა შეეძლებათ, დაუდასტურებელი ანგარიშებისთვის 1000 პოსტის ლიმიტია დაწესებული.
ხოლო Twitter-ის ახალი მომხმარებლები, რომლებიც არ არიან ვერიფიცირებული, დღეში მხოლოდ 500 შეტყობინების წაკითხვას შეძლებენ.
შაბათს მასკმა ორჯერ გამოაქვეყნა ლიმიტების შესახებ ინფორმაცია, სადაც ყოველ ჯერზე ზრდიდა ყოველდღიურად ხელმისაწვდომი პოსტების რაოდენობას.