ილონ მასკის SpaceX-მა დაიწყო მოლაპარაკებები ინვესტორებთან აქციების გაყიდვის მიზნით. ამის შესახებ Bloomberg წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ინვესტორებისთვის შეთავაზების მთლიანი ღირებულება, სავარაუდოდ, $500-დან $750 მილიონამდე იქნება, თითო აქცია დაახლოებით $95-ად.
გარიგების საბოლოო პირობები გამყიდველისა და მყიდველების ინტერესებზე იქნება დამოკიდებული.
SpaceX ამჟამად $175 მილიარდად არის შეფასებული.
ამ ფასით SpaceX მსოფლიოს 75 ყველაზე ძვირად ღირებულ კომპანიათა შორისაა, როგორებიცაა T-Mobile ($179 მილიარდი), Nike Inc. ($177 მილიარდი) და China Mobile ($176 მილიარდი).
ნოემბრის შუა რიცხვებში Bloomberg-მა დაწერა, რომ SpaceX გეგმავდა Starlink-ის აქციების პირველად საჯარო შეთავაზებას. კომპანიის დამფუძნებელი ილონ მასკი ამ ინფორმაციას სოციალურ ქსელ X-ში ერთი სიტყვით გამოეხმაურა: „ტყუილი“.