ილონ მასკმა რუსი სამხედროებისთვის Starlink-ის მიყიდვის შესახებ გავრცელებულ ცნობას ტყუილი უწოდა.
„როგორც ჩვენ ვიცით, არც ერთი Starlink არ გაყიდულა რუსეთში პირდაპირ თუ ირიბად“, – წერს ის სოციალურ ქსელ X-ზე.
ილონ მასკმა „ყალბი” უწოდა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუს სამხედროებს წვდომა აქვთ Starlink-ის სატელიტურ ინტერნეტზე და მას უკრაინაში საომარ ზონაში იყენებენ.
„რადგან პუტინმა ჭკვიან ადამიანად მომიხსენია, ეს არ ნიშნავს, რომ მე მას Starlink-ის ტერმინალებს ვაძლევ”, – წერს მასკი პოსტის კომენტარებში.
კითხვაზე, შეეძლო თუ არა რუსეთს შუამავლების მეშვეობით შეძენილ ტერმინალებს იყენებდეს, მასკმა პირდაპირი პასუხი არ გასცა.
უკრაინის მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ 11 თებერვალს განაცხადა, რომ რუსული ჯარები იყენებენ Starlink-ს საბრძოლო ზონაში და მტკიცებულებად რუს სამხედროებს შორის საუბრის ფრაგმენტი გამოაქვეყნა.
რამდენიმე მედიასაშუალებამ გამოითქვა ვარაუდი, რომ Starlink-ის ტერმინალები რუსეთში შეიძლება დუბაის გავლით შეეტანათ.
SpaceX-მა 2023 წელს აუკრძალა უკრაინელ სამხედროებს Starlink-ის გამოყენება შეტევითი მიზნებისთვის, მათ შორის თვითმფრინავების მართვისთვის.
მასკის ბრძანებით, Starlink გათიშეს ანექსირებულ ყირიმში. მასკმა განმარტა, რომ მის კომპანიას არ ჰქონდა სურვილი „პირდაპირ ჩართულიყო ომში და კონფლიქტის ესკალაციაში”.