ილონ მასკი პირობას დებს, რომ ყოველთვიურად დაახლოებით $45 მილიონს შესწირავს დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიას. ამის შესახებ წერს The Wall Street Journal.
სამშაბათს, 16 ივლისს გამართულ ყრილობაზე რესპუბლიკურმა პარტიამ ტრამპი ოფიციალურად დაასახელა საპრეზიდენტო კანდიდატად.
მასკი ფულს ჩაურიცხავს Super PAC-ს, რომელიც ამომრჩეველთა აქტივობის გაზრდაზე იმუშავებს.
ორგანიზაცია ამომრჩევლების მონაწილეობის გაზრდას მათი რეგისტრაციის, ვადამდელი ხმის მიცემის და ფოსტით ბიულეტენების გაგზავნის ღონისძიებებით ცდილობს. ის კონცენტრირებული იქნება სვინგის შტატის მცხოვრებლებზე, რომლებსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვთ მომავალი არჩევნების შედეგის განსაზღვრაში.
Tesla-ს და Twitter-ის (X) ხელმძღვანელმა გამოაცხადა, რომ ოფიციალურად უჭერენ მხარს პოპულარულ კანდიდატს ტრამპს შაბათს, მას შემდეგ რაც ყოფილი პრეზიდენტი გადაურჩა მკვლელობის მცდელობას პენსილვანიაში გამართულ მიტინგზე.
„მე სრულად ვუჭერ მხარს პრეზიდენტ ტრამპს და იმედი მაქვს მისი სწრაფი გამოჯანმრთელების“, – დაწერა მასკმა X-ზე.
შეერთებულ შტატებში ფიზიკურ პირებს პოლიტიკური კამპანიისთვის მხოლოდ $3,300-მდე შემოწირულების გაკეთება შეუძლიათ. თუმცა, არსებობს გზები, რომ მდიდარმა დონორებმა უფრო მნიშვნელოვანი თანხით დააფინანსონ. მათ შეუძლიათ ფული მისცენ პოლიტიკურ მოქმედების კომიტეტებს (PAC), რომლებსაც გაცილებით დიდი შემოწირულების მიღების უფლება აქვთ.
ყოფილი პრეზიდენტი ტრამპი თავდასხმის შემდეგ პირველად გამოჩნდა საჯაროდ დაბინტული ყურით.
მან ვიცე პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა ოჰაიოს სენატორი, ჯეი დი ვანსი, რომელსაც აგვისტოში 40 წელი შეუსრულდება. ვანსი აშშ-ის მიერ უკრაინისთვის დახმარებას ღიად და ხმამაღლა აკრიტიკებდა.