ილონ მასკმა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის ტიტული დაკარგა. Bloomberg-ის ახალი რეიტინგის მიხედვით, მისი ადგილი Amazon-ის დამფუძნებელმა ჯეფ ბეზოსმა დაიკავა.
მასკის ქონება ამ დროისთვის $197,7 მილიარდს შეადგენს, ხოლო ბეზოსის $200,3-ია. Amazon-ის დამფუძნებელს მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის ტიტული Bloomberg-ის თანახმად, ბოლოს 2021 წელს ეკავა.
მასკისა და ბეზოსის ქონებას შორის სხვაობა, რაც ოდესღაც $142 მილიარდს შეადგენდა, თანდათან შემცირდა, რადგან Amazon-ის აქციები გაძვირდა, Tesla-ს აქციები კი იაფდება.
Amazon-ის აქციების ფასი 2022 წლის შემდეგ გაორმაგდა, Tesla-ს აქციები კი 2021 წელთან შედარებით, როცა ის მაქსიმალური იყო, განახევრებულია.
მასკის ქონება შესაძლოა, კიდევ უფრო შემცირდეს, რადგან აშშ-ის დელავერის შტატის სასამართლომ გააუქმა მისი $55 მილიარდის სახელფასო პაკეტი Tesla Inc-ში.