ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ თავისTwitter-ზე დაწერა, რომ ნიუ-იორკში „დიდი შეხვედრა” ჰქონდა ილონ მასკთან.
ამერიკელმა მილიარდერმა სამშაბათს გაამჟღავნა, რომ მისი Tesla ინდოეთში რაც შეიძლება, მალე ჩავა და ქვეყნის ეკონომიკაში „მნიშვნელოვან ინვესტიციებს” განახორციელებს.
„ინდოეთი უფრო მეტს გვპირდება, ვიდრე ნებისმიერი დიდ ქვეყანა მსოფლიოში”, – განუცხადა მასკმა ჟურნალისტებს მოდისთან შეხვედრის შემდეგ და დასძინა, რომ პრემიერის „ფანი“ იყო.
თავის მხრივ, მოდიმ თავის Twitter-ზე დაწერა, რომ მასკთან „შესანიშნავი შეხვედრა” ჰქონდა: „ჩვენ გვქონდა მრავალმხრივი საუბრები ენერგიიდან დაწყებული სულიერებამდე.“
მასკმა თქვა, რომ „მოუთმენლად ელის Starlink-ის ინდოეთში შეტანას“.
ის ამბობს, რომ ინდოეთს მომავალ წელს ეწვევა.
მოდი შეერთებულ შტატებში 20 ივნისს ჩავიდა, სადაც პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს და სახელმწიფო მდივან ანტონი ბლინკენს შეხვდება.