მასკი ადასტურებს ყირიმში რუსეთის ფლოტზე უპილოტო თვითმფრინავის თავდასხმის ჩაშლას და საუბრობს „ზავის აუცილებლობაზე“.
ილონ მასკი ადასტურებს, რომ გასცა ბრძანება ყირიმის სანაპიროსთან Starlink-ის გათიშვის შესახებ, რათა ხელი შეეშალა სევასტოპოლში რუსეთის საზღვაო ფლოტზე უკრაინის თავდასხმისთვის.
მილიარდერმა თქვა, რომ მან არ გაუთიშა თვითმფრინავებს Starlink სატელიტური კომუნიკაციები, მაგრამ უარი თქვა მის ჩართვაზე.
„Starlink-ის ის რეგიონები არ გააქტიურებულა. SpaceX-ს არაფერი გამოურთავს. იყო გადაუდებელი მოთხოვნა უკრაინის მთავრობისგან, გააქტიურებულიყო Starlink სევასტოპოლამდე. აშკარა იყო განზრახვა, მომხდარიყო რუსული ფლოტის დიდი ნაწილის ჩაძირვა.
მე თუ დავთანხმდებოდი მათ თხოვნას, მაშინ SpaceX გახდებოდა ომის და კონფლიქტის ესკალაციის პირდაპირი თანამონაწილე“, – წერს მასკი.
ის ასევე ამბობს, რომ „ორივე მხარე ზავს უნდა დათანხმდეს”.
„ყოველდღე უფრო და უფრო მეტი უკრაინელი და რუსი ახალგაზრდა იღუპება იმისთვის, რომ მოიპოვონ ან დაკარგონ მცირე მიწის ნაკვეთები, რომელთა საზღვრები თითქმის არ იცვლება. ეს მათ სიცოცხლედ არ ღირს“, – აცხადებს მასკი.