საქართველოში მარწვის იმპორტი იზრდება.
საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-აპრილში $3.191 მლნ-ს ღირებულების 2 285 ტონა მარწყვი იყიდა. ეს კი ბოლო 16 წლის რეკორდული მაჩვენებელია, მეტიც, აღემატება 2023 წლის სრულ იმპორტსაც კი. (საქსტატის საგარეო ვაჭრობის პორტალზე მარწყვის იმპორტის მაჩვენებელები 2009 წლიდან არის ხელმისაწვდომი).
აღსანიშნავია, რომ 2023 წლის იანვარ-აპრილში ქვეყანაში $549.5 ათასის ღირებულების 2 092 ტონა მარწყვი შემოვიდა, 2009 წლის ანალოგიურ პერიოდში კი მხოლოდ $254 ათასის ღირებულების 25.6 ტონა.
ამ კენკროვანი ხილის მთავარი იმპორტიორი კი თურქეთია. წელს ოთხ თვეში მცირე რაოდენობით მარწყვი შემოვიდა საბერძნეთიდან და ეგვიპტიდან.
- თურქეთი – 3.162 მლნ-ს ღირებულების 2 265 ტონა (კილოგრამის საშუალო ფასი – $1.4)
- საბერძნეთი – $25.6 ათასის ღირებულების 17.6 ტონა (კილოგრამის საშუალო ფასი – $1.45)
- ეგვიპტე – $2.98 ათასის ღირებულების 1.49 ტონა( კილოგრამის საშუალო ფასი – $2)
რაც შეეხება 2023 წელს, შარშან 12 თვეში საქართველომ $1.012 მლნ-ს ღირებულების 3 690 ტონა მარწყვი იყიდა, აქედან თითქმის სრული მოცულობა თურქეთში.