მას შემდეგ, რაც რუსეთმა გამოაცხადა, რომ წყვეტს შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებაში მონაწილეობას, ჩიკაგოს სასაქონლო ბირჟაზე აგვისტოს ფიუჩერსები ბუშელზე 4,24%-ით, $6,89-მდე გაძვირდა. ფასის მატება მოგვიანებით შენელდა და დღის ბოლოს 2.9%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
ხორბლის გარდა, გაძვირდა სიმინდისა და სოიას ფიუჩერსებიც.
თურქეთმა გარიგების შეწყვეტის შემდეგ განაცხადა, რომ ხელს შეუწყობს რუსული სურსათის ექსპორტისთვის ბარიერების მოხსნას, რაც მას სანქციების გამო აქვს დაწესებული.
შეთანხმება, რომელიც მიზნად ისახავდა უკრაინის შავი ზღვის პორტებიდან ჰუმანიტარული საზღვაო დერეფნის უზრუნველყოფას, გაეროს შუამავლობით, 2022 წლის 22 ივლისს გაფორმდა.
შავი ზღვის ჰუმანიტარული დერეფნის გავლით, მარცვლეულის დიდი ნაწილი დასავლეთის ქვეყნებს მიეწოდება, ექსპორტის მესამედზე ნაკლებს კი ღარიბი ქვეყნები იღებდნენ.
მსოფლიოში სურსათის ფასების ზრდის გამო აფრიკის ქვეყნებში მოსახლეობის შიმშილის პრობლემა გამწვავდა, რადგან უკრაინა რუსეთთან ერთად მარცვლეულის ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელია მსოფლიოში.