მარტში ინფლაციის დონე საქართველოში 0.2% იყო, ხოლო წლიური ინფლაცია 5,3%-მდე შემცირდა.
ძირითადი პროდუქტები და მომსახურება, რომელთა ფასმა ყველაზე მეტად იმოქმედა ინფლაციაზე:
სტატისტიკის სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, წლიური ინფლაციის მაჩვენებელზე ყველაზე დიდი გავლენა სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში შემავალი პროდუქტების გაძვირებამ (11,8%) მოახდინა.
2022 წლის მარტთან შედარებით, განსაკუთრებით გაძვირდა ბოსტნეული და ბაღჩეული – 28.8%-ით, პური და პურპროდუქტები გაძვირდა 16.8%-ით, რძე, ყველი და კვერცხი –13.6%-ით, თევზეული – 10.9%-ით; ხორცი და ხორცის პროდუქტები – 10.4%-ით.
ამასთან, ფასები შემცირებულია ხილსა და ყურძენზე (2.4%);
საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ამ ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 11.1%-იანი მატება, რაც 1.15%-ით აისახა წლიურ ინფლაციაზე. კერძოდ, გაძვირებულია გადასახადი საცხოვრებელზე (35.1%), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (5.8%);
ინფლაციის შემცირება დიდწილად განაპირობა ტრანსპორტის ჯგუფში ფასების 8%ით შემცირებამ. ფასები შემცირებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე – 15% და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე – 3.2%.
ამასთან, ფასები გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებაზე 13.9%-ით;
ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები შემცირდა 9.1%-ით.
ფასების კლება დაფიქსირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის ქვეჯგუფზე – 20.5%. ამასთან, ფასები გაიზარდა ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე 11.2%-ით და საავადმყოფოების მომსახურებაზე 7.5%-ით.