ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2024 წლის მარტში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ $278.5 მილიონი (746.8 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 36.5%-ით ($160.0 მილიონით) ნაკლებია 2023 წლის მარტის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
გადმორიცხვების კლება ძირითადად, რუსეთიდან გზავნილების შემცირებამ განაპირობა. რუსეთის ფედერაციიდან გადმორიცხვები წლიურად 76,3%-ით არის შემცირებული და მარტის მონაცემებით, $53 მილიონს შეადგენს. შემცირების მიუხედავად, რუსეთის წილი მთლიან გზავნილებში 19,03%-ია და ის კვლავ პირველ ადგილზეა.
ფულადი გზავნილები გაიზარდა ევროკავშირის ქვეყნებიდან, წლიურად 10,84%-ით და მარტში $115,53 მილიონი შეადგინა. ევროკავშირის ქვეყნების წილი მთლიან გადმორიცხვებში 41,5%-მდე არის გაზრდილი.
ფულადი გზავნილები ქვეყნების მიხედვით:
უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 96.2% იმ 24 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა მარტში თითოეულზე $1 მლნ-ს აღემატებოდა. იმავე 24 ქვეყანაზე გასული წლის მარტში მთელი ფულადი გზავნილების 97.3% მოდიოდა.