Meta-მ გამოაცხადა, რომ თავის პლატფორმებზე – Facebook, Instagram და Threads, აუქმებს ფაქტების გადამოწმების და კონტენტის მოდერაციის პროგრამას. აღნიშნული პროგრამა დეზინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ საბრძოლველად გამოიყენებოდა.
New York Times წერს, რომ კომპანიამ კომპანიამ თავის სტრატეგიას ტრამპის ეპოქის პოლიტიკური კლიმატის გავლენით შეცვალა.
Meta -მ ცვლილებების გამო მოიბოდიშა და აღნიშნა, რომ ბოლო დროს კომპანია დაშორდა თავის ძირითად ღირებულებებს და მისი წესებიც ზედმეტად ხისტი გახდა.
„ჩვენ გავამარტივებთ წესებს და აღვადგენთ გამოხატვის თავისუფლებას ჩვენს პლატფორმებზე“, – თქვა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ ცუკერბერგმა,- დროა დავუბრუნდეთ ჩვენს ფესვებს, გამოხატვის თავისუფლებას”.
“ფაქტჩეკის”, ფაქტების შემოწმების ამჟამინდელი სისტემა, მისი თქმით, „მივიდა იმ დონემდე, სადაც არის ძალიან ბევრი შეცდომა და გადაჭარბებული ცენზურა“.
მან ვიდეო მესიჯში ასევე თქვა, რომ ახალი პროტოკოლი Community Notes სისტემის მსგავსია, რომელსაც X (ყოფილი Twitter) იყენებდა.
ცუკერბერგმა აღიარა, რომ პლატფორმაზე გამოჩნდება უფრო მეტი “ცუდი კონტენტი“.
„ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გამოვავლენთ ნაკლებ მავნე კონტენტს, მაგრამ ასევე შემცირდება იმ პოსტებისა და ანგარიშების რიცხვი, რომლებსაც შემთხვევით დავბლოკავთ“,- აღნიშნა მარკ ცუკერბერგმა