2024 წლის მაისში თბილისში ბინების გაყიდვებმა იკლო.
სულ გასულ თვეში დედაქალაქში 3,197 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 7.9%-იანი და თვიურად 0.7%-იანი კლებაა. ტრანზაქციების რაოდენობის შემცირება დაფიქსირდა როგორც პირველად, ასევე მეორად ბაზრებზე.
რატომ შემცირდა ბინების გაყიდვები?
Galt&Taggart უძრავი ქონების ბაზრის ანალიზზე დაყრდნობით ამბობს, რომ ეს კლება გამოწვეული იყო მაისში დასვენების დღეების სიუხვით და ქვეყანაში არსებული არასტაბილური გარემოთი.
გაყიდვების კლების კიდევ ერთ მიზეზად სახელდება ლარის კურსის მერყეობა, რამაც ბინის პოტენციურ მყიდველებს სავარაუდოდ ყიდვის გადაწყვეტილებების გადავადებისკენ უბიძგა.
Galt&Taggart-ის პროგნოზით, სტაბილურობის შენარჩუნების შემთხვევაში ბინების გაყიდვები ივნისიდან თვიურ ჭრილში თანდათანობით აღდგება.
ჯამურად 2024 წლის პირველ 5 თვეში თბილისში სულ 15,920 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 0.8%-იანი ზრდაა. ეს ზრდა სრულად განპირობებული იყო პირველად ბაზარზე გაყიდვების ზრდით (+8.1% წ/წ), მაშინ როცა მეორად ბაზარზე წლიურად 5.1%-იანი კლება დაფიქსირდა.
მაისში გაყიდული ბინების საერთო ღირებულება $244.5 მლნ-ს შეადგენდა, რაც წლიურად 5.2%-
იანი კლებაა და შემცირებული ტრანზაქციების რაოდენობას მიეწერება.
ჯამურად 2024 წლის პირველ 5 თვეში 1,209.7 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბინები გაიყიდა (+5.8% წ/წ), რაც ძირითადად პირველად ბაზარზე გაყიდვებისა და ფასების ზრდით იყო გამოწვეული.
თვიური ბაზრის ზომა, $ მლნ. ჯამური ბაზრის ზომა, $ მლნ.
2024 წლის მაისში დარეგისტრირებული ტრანზაქციების ნახევარზე მეტი დაფიქსირდა დიდი დიღმის, საბურთალოსა და სამგორის რაიონებში. აღსანიშნავია, რომ პირველადი ბაზრის ტრანზაქციების უდიდესი ნაწილი (ჯამურად პირველადი გაყიდვების 24.4%) დიდ დიღომში დაფიქსირდა. ბაზრის სხვა ძირითადი მახასიათებლები უცვლელი დარჩა – გაყიდვებში საშუალო ზომის ბინების (51-80 მ2 ) დომინირება, მათი ხელმისაწვდომობისა და გაქირავების სიმარტივის გამო, და ბიუჯეტური კლასის სეგმენტის (<$1000/მ 2 ) წილის კლება, რაც გამოწვეულია მზარდი ფასებით.
გაყიდული ბინების რაოდენობა უბნების მიხედვით:
რაც შეეხება ფასებს, 2024 წლის მაისში პირველად ბაზარზე თვიურად მცირედი 0.4%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ პირველად ბაზარზე ფასები 21.8%-ით არის გაზრდილი 2023 წლის დასაწყისიდან.