ძვირადღირებული Boeing-737 ამერიკული რადარების კონტროლის ქვეშ მოექცა
აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) სანქცია დაადო ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს ძვირადღირებულ Boeing-737-ს. თვითმფრინავს ლუკაშენკო საერთაშორისო ფრენებისთვის იყენებდა. დაბლოკილ საკუთრებად გამოაცხადა და მას აშშ-ს საჰაერო სივრცეში შესვლა ეკრძალება. სანქციები შეეხო კიდევ ცხრა პირს ბელორუსიდან, უმეტესობა მათგანი საარჩევნო კომისისს წარმომადგენლები არიან. სანქციები ასევე, დაუწესდა ბელარუსის საავტომობილო ქარხანა BelAZ-ს და მინსკის საავტომობილო ქარხანა MAZ-ს.
ცოტა ხნის წინ BelAZ-ისა და MAZ-ის წინააღმდეგ სანქციები ევროკავშირმა და კანადამ დააწესა. სანქციებიც ქვეშ არიან ამ კომპანიების ხელმძღვანელი პირებიც.
დაწესებული სანქციები ნიშნავს, რომ ამ კომპანიების და ფიზიკური პირების ყველა ქონება შეერთებულ შტატებში დაყადაღებულია. ასევე შეჩერებულია ნებისმიერი ორგანიზაციის საქმიანობა, რომლის 50%-ს ან მთლიანად ფლობენ სანქცირებული პირები.
„შავ სიაში” შეიყვანენ იმ პირებსაც, რომლებიც ახორციელებენ ტრანზაქციებს სანქცირებულ კომპანიებთან.
BelAZ ნაგვის გადასაყრელი მანქანების მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელია. მას ბაზრის 30% უკავია. კომპანია ასევე, აწარმოებს სატრანსპორტო აღჭურვილობას სამთო და სამშენებლო ინდუსტრიებისთვის. BelAZ უშვებს მსოფლიოში უდიდეს სამთო სატვირთო მანქანას 450 ტონა ტვირთამწეობით.
MAZ აწარმოებს სატვირთო და სამგზავრო მანქანებს, ავტობუსებს და მიკროავტობუსებს და სპეციალურ მანქანებს. ის საავტომობილო აღჭურვილობის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია დსთ-ში.