ლოს-ანჯელესში “ოქროს გლობუსის” 82-ე დაჯილდოება გაიმართა.
2025 წლის საუკეთესო ფილმის (დრამა) კატეგორიაში გამარჯვებული გახდა “ბრუტალისტი”, რეჟისორი ბრედი კორბეტი.
საუკეთესო ფილმის (კომედია ან მიუზიკლი) ნომინაციაში გამარჯვებულია ჟაკ აუდიარის “ემილია პერესი”. მან ასევე გაიმარჯვა კატეგორიაში “საუკეთესო უცხოური ფილმი”.
საუკეთესო ანიმაციურ ფილმად ლატვიური, რეჟისორ გინტს ზილბალოდისის მულტფილმი “ნაკადი” აღიარეს.
“შოგუნი”(Shogun) საუკეთესო დრამატული სერიალი გახდა.
საუკეთესო კომედიური სერიალად დასახელდა – Tricks, ხოლო საუკეთესო მინი სერიალად –“პატარა ფონი”( Little Fawn).
საუკეთესო დრამატული როლის შესრულებისთვის პრიზები ერგოთ ედრიენ ბროუდს (“ბრუტალისტი“) და ფერნანდა ტორესს (“მე ჯერ კიდევ აქ ვარ”).
სებასტიან სტანმა (“სხვა კაცი”) და დემი მურმა (“სუბსტანცია”) გაიმარჯვეს კატეგორიაში “საუკეთესო როლი კომედიაში ან მიუზიკლში”.
მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებელი მამაკაცის პრიზი მიიღო კირან კალკინმა (“ნამდვილი ტკივილი”).
საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი ქალის პრიზი ზოი სალდანას (“ემილია პერესი“) გადაეცა.
2025 წლის “ოქროს გლობუსის” საუკეთესო რეჟისორი ბრედი კორბეტი („ბრუტალისტი“) გახდა.