დიდი ბრიტანეთის მთავარმა საფონდო ბირჟამ ევროპაში პირველობა დაიბრუნა. ის, ორწლიანი პაუზის შემდეგ ისევ ევროპის ყველაზე ღირებული ბირჟაა.
Bloomberg-ის მონაცემებით, ორშაბათს, 17 ივნისს, ლონდონის საფონდო ბირჟაზე (LSE) დალისტული კომპანიების მთლიანმა ღირებულებამ $3,18 ტრილიონს მიაღწია და გადაუსწრო პარიზის საფონდო ბირჟაზე რეგისტრირებული კომპანიების საერთო ღირებულებას, რომელიც $3,13 ტრილიონს შეადგენს.
საფრანგეთის საფონდო ბაზარი დაეცა ქვეყანაში არჩევნებთან დაკავშირებით შექმნილი პოლიტიკური გაურკვევლობის გამო(საფრანგეთის პრეზიდენტის მიერ დანიშნული ვადამდელი არჩევნები), ხოლო დიდი ბრიტანეთის ბაზარი გამოჯანმრთელდა ბოლო წლების შემცირების შემდეგ.
LSE წლების განმავლობაში იყო ევროპის უმსხვილესი საფონდო ბაზარი, 2022 წლის ნოემბრამდე. ანალიტიკოსები მის დასუსტებას აბრალებდნენ ყოფილი პრემიერ მინისტრის ლიზ ტრუსის ბიუჯეტს, სუსტ ფუნტს, რეცესიის შიშებსა და ბრექსიტს.
LSE 2016 წელს მის პარიზელ კონკურენტზე $1,4 ტრილიონით მეტი ღირდა.