ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასი ეცემა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, შემცირდა როგორც საქართველოს ბანკის და თიბისის, ასევე, საქართველოს კაპიტალის აქციების ღირებულება.
საქართველოს ბანკის (BGEO) აქციების ფასი 15.25%-ით (-720.00) შემცირდა და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 40.00 გირვანქა სტერლინგს შეადგენს.
TBC PLC-ის აქციების ღირებულება 12,20%-ით(-360.00) შემცირდა და 25,90 გირვანქა სტერლინგი შეადგინა. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად £1,288 მილიარდს შეადგენს.
საქართველოს კაპიტალის (CGEO) აქციების ღირებულება 8.80%-ით (-95.00) შემცირდა და ერთი აქციის ფასი 9,85 გირვანქა სტერლინგი გახდა.
ქართული კომპანიების აქციების ფასის მკვეთრი ვარდნა 1 მაისიდან დაიწყო, რაც ქვეყანაში არასტაბილურ პოლიტიკურ ვითარებას უკავშირდება.