ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასი გაიზარდა.
საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციების ფასი +5.16%-ით გაიზარდა წინა კვირასთან შედარებით, +3.33%-ით – გასულ თვესთან შედარებით და დაიხურა 35.65 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP). ვაჭრობის მოცულობამ 269 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 33.15-36.05 დიაპაზონში.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 27.95 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +0.54% წინა კვირასთან შედარებით და +5.08% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 265 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 27.30-28.35 დიაპაზონში.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 10.04 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +0.20% წინა კვირასთან შედარებით და -0.59% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 283 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 9.75-10.20 დიაპაზონში.