ლიეტუვას პარლამენტმა 3 აპრილს მიიღო კანონი, რომელიც რუსეთის მოქალაქეებს ქვეყანაში უძრავი ქონების შეძენას უკრძალავს. გადაწყვეტილება ეროვნული უსაფრთხოებისთვის რისკების გათვალისწინებით მიიღეს.
აკრძალვა 2024 წლამდე იმოქმედებს და არ შეეხება რუსებს, რომლებსაც უკვე აქვთ ქვეყანაში მუდმივი ცხოვრების უფლება.
ლიტუვის პარლამენტმა ასევე მხარი დაუჭირა რუსეთისა და ბელორუსიის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის შეწყვეტას.
გარდა ამისა, ამ ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებსაც ადრე გაცემული ვიზები აქვთ, საზღვარზე მათ „პირად ისტორიას“ შეამოწმებენ, იმის დასადგენად, წარმოადგენენ თუ არა ისინი რისკს ეროვნული უსაფრთხოებისთვის.
„რუსეთის მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს თავისი ქვეყნის სამხედრო მოქმედებებს, არ მოქმედებენ აგრესიის შესაჩერებლად, ამიტომ ისინი იზიარებენ პასუხისმგებლობას“, – განაცხადა ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ იურგიტა ნელიუფსიენემ მარტში პარლამენტში კანონპროექტის წარდგენისას.