TBC Capital-ის მთავარი ეკონომისტის პროგნოზით, სამომავლოდ, სამიზნესთან ახლო ინფლაციის და ეკონომიკის დაახლოებით 5%-იანი ზრდის შემთხვევაში, ლარის კურსს გამყარების ტენდენცია ექნება.
როგორც ცნობილია, ეროვნული ბანკი ინფლაციის სამიზნე მაჩვენებლად საშუალოვადიან პერიოდში 3%-ს ასახელებს, ხოლო საქართველოს მთავრობა 2024 წლისთვის ეკონომიკის 5,2-%-ით ზრდას ელოდება
„მოკლევადიან პერიოდში სამიზნეზე დაბალი ინფლაცია გაცვლითი კურსის პროგნოზის კუთხით ნეგატიური ფაქტორია, გრძელვადიან პერიოდში კი მყარ კურსთან ასოცირდება.
ძირითადი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორების მიმართ ლარის საშუალო გაცვლითი კურსის მსგავსად, გრძელვადიან პერიოდში, ლარს ევროსა და დოლართანაც გამყარების ტენდენცია ახასიათებს.
ამ მხრივ, შესაბამისი ეკონომიკური კავშირის კუთხით, საყურადღებოა ისეთი ქვეყნების მაგალითი, როგორიცაა ჩეხეთი, სინგაპური და სხვა”, – წერია მთავარი ეკონომისტის მიმოხილვაში.