დღევანდელი, 28 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ლარი ამერიკულ დოლართან მიმართებით 0.54 თეთრით გაუფასურდა და 1 აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6832 ლარი გახდა.
0.11 თეთრით გაუფასურდა ლარი ევროსთან მიმართებით და 1 ევროს ღირებულებამ 2.8270 ლარი შეადგინა.
ლარი 1.97 თეთრით დაეცა ბრიტანული გირვანქა სტერლინგის მიმართ, რომლის კურსი 3.2719 ლარს შეადგენს.
ერთი თურქული ლირა 9.79 თეთრი ღირს.