TBC Capital-ის მთვარი ეკონომისტის შეფასებით, ლარი, მის გრძელვადიან ტენდენციასთან შედარებით, მცირედით, მაგრამ უფრო მეტად არის გამყარებული. მთავარი ეკონომისტი ამის რამდენიმე მიზეზს ასახელებს:
• იანვრის წმინდა სავალუტო შემოდინებები წინა თვესთან შედარებით გაუარესდა, თუმცა მაინც მაღალია;
• სეზონური ფაქტორების გათვალისწინებით, მცირედით გაუმჯობესდა მიგრაციის მაჩვენებელი, ისევე როგორც დაფიქსირდა ფეროშენადნობების ექსპორტის გარკვეული აღდგენა;
• ამასთან, სხვადასხვა კატეგორიის ხარჯზე, იმპორტი უფრო ძლიერი იყო, რაც მაღალ ეკონომიკურ აქტივობაზე მიუთითებს;
• 2023 წლის მე-4 კვარტალში უმუშევრობის დონე წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16.1%-დან 15.3%-მდე შემცირდა;
• სავალუტო ბაზრის კუთხით, კვლავ სახეზეა სენტიმენტების გაუმჯობესება, ეროვნული ბანკი კი წმინდა სავალუტო შესყიდვებს დაუბრუნდა;
• ამასთან, ლარის კურსის მხრივ, კვლავ საყურადღებოა, რომ ლარი მის გრძელვადიან ტენდენციასთან შედარებით კვლავ მცირედით უფრო მეტად არის გამყარებული.