დღევანდელი, 27 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ლარი ამერიკულ დოლართან მიმართებით 0.46 თეთრით გაუფასურდა და 1 აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6778 ლარი გახდა.
0.66 თეთრით გამყარდა ლარი ევროსთან მიმართებით და 1 ევროს ღირებულებამ 2.8259 ლარი შეადგინა.
ლარი 0.59 თეთრით გამყარდა ბრიტანული გირვანქა სტერლინგის მიმართ, რომლის კურსი 3.2522 ლარს შეადგენს.
ერთი თურქული ლირა 9.81 თეთრი ღირს.