12 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. კურსის ცვლილებამ 0.41 თეთრი შეადგინა და დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7329 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარი ევროსთან მიმართებით 1.20 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9018 ლარი გახდა.
1.52 თეთრით გამყარდა ლარი გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.5033 ლარი გახდა.
თურქული ლირა 7.95 თეთრი ღირს.