დღევანდელი, 2 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებით 0,13 თეთრით გაუფასურდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 2.7327 ლარი შეადგენა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარი ევროსთან მიმართებით 0.29 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3,0251 ლარი გახდა.
0.84 თეთრით გამყარდა ლარი ბრიტანული გირვანქა სტერლინგის მიმართ (GBP), რომლის ფასი 3.6296 ლარია.
თურქული ლირა 7,98 თეთრი ღირს.