დღევანდელი, 15 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლართან მიმართებით უმნიშვნელოდ გაუფასურდა. დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 0.01 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6928 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარი ევროსთან მიმართებით 0.28 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9648 ლარი გახდა.
0.31 თეთრით გაუფასურდა ლარი ბრიტანული გირვანქა სტერლინგის მიმართ (GBP), რომლის ფასი 3.4613 ლარი გახდა.
თურქული ლირა 8 თეთრი ღირს.