დღევანდელი, 29 მაისის ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 0.27 თეთრი შეადგინა და 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7874 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარი ევროსთან მიმართებით 0.68 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0227 ლარი გახდა.
0.46 თეთრით გამყარდა ლარი ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.5531 ლარია.
თურქული ლირა 8.65 თეთრი ღირს.