დღევანდელი, 16 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. კურსის ცვლილებამ 0.11 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2,6710 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარი ევროსთან მიმართებით 0.63 თეთრით გამყარდა და ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2,8387 ლარი გახდა.
1.04 თეთრით გამყარდა ლარი ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3,3243 ლარია.
ერთი თურქული ლირა 8.22 თეთრი ღირს.