დღევანდელი, 13 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან მიმართებით 0.04 თეთრით გაუფასურდა და 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6984 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარი ევროსთან მიმართებით 2.60 თეთრით გამყარდა, შედეგად, 1 ევროს ოფიციალური კურსი 2.8393 ლარს შეადგენს.
3 თეთრით გაუფასურდა ლარი ბრიტანული გირვანქა სტერლინგის მიმართ (GBP), რომლის ღირებულება 3.2872 ლარია.
1 თურქული ლირა 9.71 თეთრი ღირს.