დღევანდელი, 1 ივლისის სავალუტო ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. კურსთა შორის ცვლილებამ 0.85 თეთრი შეადგინა და 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8016 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარი ევროსთან მიმართებით 0.32 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალურმა ღირებულებამ 3.0114 ლარი შეადგინა.
0.43 თეთრით გამყარდა ლარი ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.5496 ლარია.
ერთი თურქული ლირა 8.57 თეთრი ღირს.