დღევანდელი, 17 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლართან მიმართებით უმნიშვნელოდ გამყარდა. დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 0.01 თეთრი შეადგინა და 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8689 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარი ევროსთან მიმართებით 0.41 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0723 ლარი გახდა.
0.76 თეთრით გამყარდა ლარი ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.6337 ლარია.
თურქული ლირა 8.73 თეთრი ღირს.