დღევანდელი, 18 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. კურსის ცვლილებამ 0.25 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2,6728 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარი ევროსთან მიმართებით 0.59 თეთრით გაუფასურდა და ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2,8532 ლარი გახდა.
0,12 თეთრით გაუფასურდა ლარი ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3,3349 ლარია.
ერთი თურქული ლირა 8.22 თეთრი ღირს.