დღევანდელი, 29 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ლარი ამერიკულ დოლართან მიმართებით 0.49 თეთრით გამყარდა და 1 აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6783 ლარი გახდა.
1,52 თეთრით გაუფასურდა ლარი ევროსთან მიმართებით და 1 ევროს ღირებულებამ 2.8422 ლარი შეადგინა.
ლარი 1.33 თეთრით დაეცა ბრიტანული გირვანქა სტერლინგის მიმართ, რომლის კურსი 3.2852 ლარს შეადგენს.
ერთი თურქული ლირა 9.77 თეთრი ღირს.