დღევანდელი, 6 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლართან მიმართებით უცვლელი დარჩა და მისი ოფიციალური ღირებულება 2.7247 ლარს შეადგენს.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 3.89 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ღირებულება 2.9288 ლარი გახდა.
2.45 თეთრით გამყარდა ლარი გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.5135 ლარია.
ერთი თურქული ლირა 7.96 თეთრი ღირს.