დღევანდელი, 26 იანვრის ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. კურსის ცვლილებამ 0.19 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2,6750 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარი ევროსთან მიმართებით 1.12 თეთრით გამყარდა და 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2,9056 ლარს შეადგენს.
დღეს ლარის კურსი ბრიტანული გირვანქა სტერლინგის (GBP) მიმართ 0.54 თეთრით გამყარდა და მისი ფასი 3,4050 ლარია.
1 თურქული ლირა 8.82 თეთრი ღირს.