დღევანდელი, 12 იანვრის ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. კურსის ცვლილებამ 0.85 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2,6741 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარი ევროსთან მიმართებით 1.07 თეთრით გამყარდა და 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2,9308 ლარს შეადგენს.
0.79 თეთრით გამყარდა ლარი ბრიტანული გირვანქა სტერლინგის (GBP) მიმართ, რომლის ფასი 3,4103 ლარია.
1 თურქული ლირა 8.89 თეთრი ღირს.