დღევანდელი, 5 იანვრის ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლართან მიმართებით მცირედით გამყარდა. დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 0.04 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2,6865 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარი ევროსთან მიმართებით 1.38 თეთრით გამყარდა და 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2,9310 ლარს შეადგენს.
1.45 თეთრით გამყარდა ლარი ბრიტანული გირვანქა სტერლინგის(GBP) მიმართ, რომლის ფასი 3,4011 ლარია.
1 თურქული ლირა 9 თეთრი ღირს.