დღევანდელი, 12 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, ლარი ამერიკულ დოლართან მიმართებით 0,50 თეთრით გაუფასურდა და 1 აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6734 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ევროსთან მიმართებით ლარი 1,34 თეთრით გაუფასურდა და 1 ევროს ღირებულებამ 2.8886 ლარი შეადგინა.
ლარი 0,95 თეთრით გაუფასურდა ბრიტანული გირვანქა სტერლინგის მიმართ, რომლის კურსი 3,3626 ლარს შეადგენს.
1 თურქული ლირა 9.21 თეთრი ღირს.