დღევანდელი, 28 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ლარი ამერიკულ დოლართან მიმართებით 0,15 თეთრით გაუფასურდა და 1 აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7128 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ევროსთან მიმართებით ლარი 0,08 თეთრით გაუფასურდა და 1 ევროს ღირებულებამ 2.9705 ლარი შეადგინა.
ლარი 0,71 თეთრით გაუფასურდა ბრიტანული გირვანქა სტერლინგის მიმართ, რომლის კურსი 3,4274 ლარს შეადგენს.
1 თურქული ლირა 9.38 თეთრი ღირს.