დღევანდელი, 21 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ლარი ამერიკულ დოლართან მიმართებით მცირედით, 0,56 თეთრით გაუფასურდა და 1 აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7037 ლარი გახდა.
ევროსთან მიმართებით ლარი 1,21 თეთრით გაუფასურდა და 1 ევროს ღირებულებამ 2.9603 ლარი შეადგინა.
ლარი 2,76 თეთრით გაუფასურდა ბრიტანული გირვანქა სტერლინგის მიმართ, რომლის კურსი 3.3929 ლარს შეადგენს.
1 თურქული ლირა 9.39 თეთრი ღირს.