დღევანდელი, 13 თებერვლის ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. კურსის ცვლილებამ 0.07 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2,6517 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარი ევროსთან მიმართებით 0.13 თეთრით გამყარდა და 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2,8569 ლარს შეადგენს.
1,16 თეთრიდა გაუფასურდა ლარი გირვანქა სტერლინგის მიმართ, რომლის ღირებულება 3, 3589 ლარია.
1 თურქული ლირა 8,63 თეთრი ღირს.